კითხვა-პასუხი

რა არის ელექტრონული სიგარეტი?
როგორ მუშაობს ელექტრონული სიგარეტი?
ელექტრონული სიგარეტის ფასის შედარება, ჩვეულებრივი სიგარეტის ფასთან.
ელექტრონული და ჩვეულებრივი სიგარეტების ერთმანეთთან შედარება.

მოწევისას ფიზიკური კმაყოფილების მიღების თვალსაზრისით ელექტრონული და კლასიკური სიგარეტები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ არის სიგარეტის ელექტრონული ვერსია თამბაქოს სიგარეტის შესანიშნავი ალტერნატივა. ელექტრო სიგარეტზე გადასვლის სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს მისი გამოყენებისათვის წინასწარი მომზადების პროცესი. მისი სრულფასოვნად და უწყვეტად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ბატარეის სისტემატური დატენვა. იმისათვის, რომ ბატარეა გემსახუროთ მთელი დღის განმავლობაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგოც შტეფსელის დამტენი, ასევე მანქანისა და USB დამტენები. ასევე, რეკომენდირებულია სათადარიგო ბატარეის ქონა.

მომხმარებელს, ასევე, შესაძლოა დასჭირდეს კარტრიჯების მარაგის ქონა, საჭიროების შემთხვევაში მის დროულად შესაცვლელად. კატრიჯები შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა სურნელების ნაკრებისგან, ნიკოტინის სხვადასხვა დოზის შემცველობით, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, გირჩევთ მოწყობილობის მოსავლელად შესაბამისი აქსესუარების შეძენას და გამოყენების ინსტრუქციის გაცნობას.

რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი მსგავსი პროდუქცია, განსხვავებული ფასებითა და ხარისხით. ყველა მათგანი არ არის მისაღები ხარისხის. ზოგჯერ ერთი მწარმოებლის მიერ გამოშვებული პროდუქტის რომელიმე ნაწილი ჯობია, სხვა მწარმოებლისგან წარმოდგენილი პროდუქტის ნაწილს. გირჩევთ პროდუქტის შეძენამდე გაეცნოთ მომხმარებელთა გამოხმაურებებს.

პროდუქტის ხელმისაწვდომობა - კიდევ ერთი შესაძლო პრობლემა. ზოგჯერ მომწოდებელი გეუბნებათ, რომ აქვს პროდუქცია საწყობში, მაგრამ მაღალი მოთხოვნის გამო, შესაძლოა ის სწრაფად გაიყიდოს. დარწმუნდით იმაში, რომ მომწოდებელს ნამდვილად აქვს პროდუქტი საწყობში, სხვა შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე კვირა ლოდინიც მოგიწიოთ. მწეველებს, როგორც წესი, სჭირდებათ ყოველდღიურად ნიკოტინის გარკვეული დოზის მიღება, ამიტომ მომხმარებლისთვის მარაგის ქონა პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს.

როგორ დავადგინოთ მოწყობილობის ამა თუ იმ ნაწილის ხარისხი

კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს მოწყობილობის ამა თუ იმ კომპონენტის ხარისხის დადგენა. ხანგრძლივად გამოყენებადი ხარისხიანი პროდუქტის შესარჩევად უნდა იპოვოთ სანდრო მომწოდებელი, რომელიც შემოგთავაზებთ ხელსაყრელ საგარანტიო მომსახურების პირობებს.

რა ღირს ელექტრონული სიგარეტი?

ფასები განსხვავებულია მომწოდებლების მიხედვით. ამ შემთხვევაში იგივე გამოწვევის წინაშე ვდგებით - უნდა დავადგინოთ ვინ აწარმოებს ხარისხიან და ნადვილად ღირებულ პროდუქციას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ვაწარმოებთ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

რამდენი ხანი ძლებს მოწყობილობის ბატარეა?
როგორ შევიტყობ იმის შესახებ, რომ ბატარეა დატენვას საჭიროებს?
რა არის კარტომაიზერი/კარტრიჯი?
რამდენი ხანი ძლებს კარტრიჯი?

ყოველი კარტრიჯი წარმოადგენს 10-12 ტრადიციული სიგარეტის ექვივალენტს.

როგორ გავიგებ, რომ კარტრიჯი ცარიელია?

როდესაც გამოყოფილი ორთქლის ოდენობა შემცირდება, დროა შეცვალოთ კარტრიჯი

როგორ შევცვალოთ კარტრიჯი?

უბრალოდ მოხსენით ძველი კარტრიჯი ხრახნისებრა თავით. შემდეგ ახალ კარტრიჯს მოაძრეთ დამცავი და თავსახური და მიაერთეთ ელექტრონული სიგარეტის ბატარეას.

რა ასაკის პირებს შეუძლიათ ელექტრო სიგარეტის შეძენა?

ელექტრო სიგარეტის შეძენა და გამოყენება აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირთათვის.

ვის შეუძლია ელექტრო სიგარეტის გამოყენება?

ელექტრო სიგარეტი შესაძლოა გამოიყენონ იმ პირებმა, რომლებიც უკვე ეწევიან ტრადიციულ თამბაქოს სიგარეტს. ჩვენ არ ვაქეზებთ არამწეველებს, რომ გახდნენ ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები. ჩვენი მიზანია მოწევის უფრო უსაფრთხო ალტერნატივის შეთავაზება მწეველთათვის და არა არამწეველთათვის ელექტრო სიგარეტის გამოყენებისკენ წაქეზება. მოწევის საერთოთ შეწყვეტა წარმოადგენს ყველაზე საუკეთესო და ჯანსაღ არჩევანს. რაც შეეხება ორსულებს, ისინი არ უნდა ეწეოდნენ არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო სიგარეტს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ანებებთ ჩვეულებრივი თამბაქოს სიგარეტის მოწევას თავს, ელექტრო სიგარეტი არის მისი უსაფრთხო ალტერნატივა.

არის თუ არა ელექტრონული სიგარეტი აღიარებული, როგორც მოწევის შეწყვეტისთვის განკუთვნილი მოწყობილობა?

არა, ელექტრო სიგარეტი არ არის აღიარებული, როგორც მოწევის შეწყვეტისთვის განკუთვნილი მოწყობილობა.

აქვს თუ არა ელექტრონულ სიგარეტს ჩართვისა და გამორთვის ღილაკი?

ელექტრონულ სიგარეტს არა აქვს ჩართვის/გამორთვის ღილაკი. მასში ჩაშენებული ჩიპი ავტომატურად ადგენს ჰაერის გადინებას, ნაფაზის გაკეთების დროს და მოწყობილობა იწყებს მუშაობას. როდესაც არ ხდება ჰაერის გადინება მოწყობილობაში, ის ითიშება. ეს ავტომატური პროცესია, ბატარეის ზედმეტი ენერგია არ დაიხარჯება და არ მოგიწევთ იმაზე ზრუნვა, გათიშეთ თუ არა მოწყობილობა.

სად შემიძლია ელექტრონული სიგარეტის გამოყენება

ელექტრონული სიგარეტის გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველგან. მას არა აქვს ალი, არ შედგება საწვავი ნივთიერებებისგან, არ შეიცავს თამბაქოს და არ გამოყოფს კვამლს. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მათი ხელმძღვანელობა წყვეტს იყოს თუ არა ნებადართული ელექტრონული სიგარეტების გამოყენება მათ დაწესებულებებში. ხშირად, როდესაც ისინი ეცნობიან ამ მოწყობილობის მუშაობის სპეციფიკას, ბევრი მათგანი თანხმდება მისი გამოყენების უფლების გაცემას.

გთავაზობთ თუ არა Easypuff საუკეთესო ხარისხის კარტრიჯებს?

ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას გამოყოფილი ორთქლის ხარისხი უმეტესწილად გამოკიდებულია კარტრიჯის ხარისხზე. არსებობს კარტრიჯების ბევრი სხვადასხვა მწარმოებელი კომპანია. მათ შორის უნდა იპოვოთ საუკეთესო, სასურველი არომატით და ნიკოტინის სასურველი დოზით. შესაძლოა მოგიწიოთ გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება. ამ მიზნით, საწყისი ეტაპისთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სურნელებისგან შემდგარი კარტრიჯების შეკვრა.

კარტრიჯის თავსებადობა

კარტრიჯების მწარმოებელი უამრავი სხვადასხვა კომპანია არსებობს. სანამ კარტრიჯს შეიძენთ, დარწმუნდით იმაში, რომ ის თავსებადია იმ მოწყობილობის ბატარეის მოდელთან/ელექტრონულ სიგარეტთან, რომელსაც თქვენ იყენებთ