საგარანტიო პირობები

Easypuff-ის გარანტია ვრცელდება Easypuff-ის ყველა გაყიდულ პროდუქტზე, რომელიც შეძენილ იქნა ნებისმიერი ავტორიზებული ონლაინ მაღაზიიდან. (იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიძინეთ სხვა საცალო გადამყიდველთან, დაუბრუნეთ პროდუქტი იმავე გადამყიდველს) ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ Easypuff-ის პროდუქტს არ ექნება ფიზიკური და ფუნქციონალური დეფექტი, სათანადოდ მოპყრობისა და გამოყენების პირობებში და მოგემსახურებით პროდუქტის გამოყენების სრულ ვადაში. გარანტია ეხება მხოლოდ EasyPuff-ის ელექტრონულ კომპონენტებს და არ ეხება მის აქსესუარებს, სითხეებს, კარტრიჯებს ან ერთჯერადი გამოყენების პროდუქციას.  EasyPuff-ის გარანტია არ ეხება მოდიფიცირებულ პროდუქტებს.


1. მოდიფიცირებული, შეცვლილი ან შეკეთებული ნებისმიერი პირის ან კომპანიის მიერ, გარდა EasyPuff-ისა.

2. არასწორი ან არამიზნობრივი და ინსტრუქციაში მითითებული წესების საპირისპიროდ გამოყენებულ პროდუქციას.

3. ექსპლუატაციისას ისეთი კომპონენტების გამოყენება, რომელიც სპეციალურად ამ პროდუქტისთვის არ არის შექმნილი  (მაგ. სხვადასხვა აქსესუარები - დამტენები ან ადაპტერები, რომელიც EasyPuff-ის წარმოების არ არის)

EasyPuff-ის გარანტია ითვალისწინებს მაქსიმუმ 5-ჯერ შეცვლას, თითოეული გაყიდული პროდუქტისთვის. პრობლემატური ნაწილი უნდა იყოს დეფექტური და შეცვლა მოხდება მისი თანასწორი ნაწილით, იმ დროისთვის არსებული პროდუქციის მარაგიდან. დეფექტური ნაწილი უდნა დაუბრუნდეს EasyPuff-ს, ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.

EasyPuff-ის გარანტია მოქმედებს ბოლო კარტრიჯის ან სითხის ყიდვიდან 90 დღის განმავლობაში.  EasyPuff-ის კარტიჯებისა და სითხეების შეძენისას, შემდგომი 90 დღის განმავლობაში, შეგეძლებათ სრულად გამოიყენოთ EasyPuff ელექტრონული პროდუქციის საგარანტიო სერვისი.

თუ თქვენი EasyPuff-ის მოწყობილობა გამოვიდა მწყობრიდან,  საგარანტიო მომსახურების მოთხოვნისთვის, მიყევით შემდეგ  ინსტრუქციას:

1. დაგვირეკეთ და ვაცნობეთ პრობლემის შესახებ, რომ შევძლოთ, საგარანტიო მომსახურების ფარგლებში, მოწყობილობის შეცვლა, თუ ამის საჭიროება არის. გთხოვთ, ამ დროს, შეკვეთის ნომერთან ერთად მოგვაწოდოთ, EasyPuff-ის წარმომადგენელობის დასახელება და დეტალური აღწერა იმისა თუ რა მხრივ გექმნებათ პრობლემა მოწყობილობის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენებისას. ყველა ეს ინფორმაცია აუცილებელია პროდუქტის დაბრუნების პროცესის განსახორციელებლად.

2. თუ დადგინდება, რომ თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი საჭიროებს შეცვლას, ჩვენ მის ნაცვლად მოგაწვდით ახალ პროდუქტს.

არ გამოგვიგზავნოთ პროდუქტის მონაცემები იქამდე, სანამ არ გაესაუბრებით EasyPuff-ის წარმომადგენლებს. თუ გაქვთ პრობლემა მოწყობილობის რომელიმე ნაწილთან, არ გამოგვიგზავნოთ მთლიანად მოწყობილობა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ EasyPuff არ ფარავს, ცვლილების განხორციელებისას გაწეულ, ადგილზე მიტანის ან  სხვა დამატებით ხარჯებს. ადგილზე მიტანის თანხის გადახდა ხდება პროდუქტის შეძენისას და არ ექვემდებარება დაბრუნებას.

თუ გაქვთ კითხვები საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +99532249004